weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მთავარმა პროკურორმა თბილისის, აჭარის და 4 საოლქო პროკურორი შეცვალა

16:05 ხუთშაბათი, 22 თებერვალი 2018
ფოტოზე მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ფოტოზე მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე

საქართველოს მთავარ პროკურორის ირაკლი შოთაძის ბრძანებით, საკადრო გადაადგილებების შედეგად თბილისის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, დასავლეთ საქართველოს, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის ახალი საოლქო პროკურორები დაინიშნენ.

ქალაქ თბილისის პროკურორად დაინიშნა მალხაზ კაპანაძე, რომელიც მანამდე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორი იყო. 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის თანამდებობაზე მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტის) საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი ნათია სონღულაშვილი დაინიშნა. 

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორად დაინიშნა შოთა ტყეშელაშვილი, რომელიც მანამდე შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორის თანამდებობას იკავებდა. 

კახეთის საოლქო პროკურორის ვაკანტური თანამდებობა ლევან პაქსაშვილმა დაიკავა. დღემდე იგი აჭარის ა/რ პროკურორი იყო. კახეთის ყოფილი პროკურორი ვაჟა ფანოზიშვილი 2017 წლის 26 სექტემბრიდან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ გადაიყვანეს. 

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორად დაინიშნა ავთანდილ კოჭლამაზაშვილი, რომელსაც აქამდე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის პოზიცია ეკავა. 

სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურას ქალაქ თბილისის ვაკე-საბურთალოს ყოფილი რაიონული პროკურორი შოთა რიჟამაძე უხელმძღვანელებს. 

რაც შეეხება ქალაქ თბილისის ყოფილ პროკურორს მიხეილ შაყულაშვილს, იგი მუშაობას საქართველოს მთავარი პროკურატურის აპარატში გააგრძელებს. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]