weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

თბილისში 20 წლის გოგოს მკვლელობის ბრალდებით მისი მეგობარი ბიჭი დააკავეს

09:47 პარასკევი, 23 თებერვალი 2018

თბილისში, თემქის დასახლებაში 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით მისი მეგობარი ბიჭი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 20 წლის ბიჭმა გოგოს შურისძიების მოტივით, ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შსს-ს ცნობით, პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

მოკლული გოგოს ცხედარი თემქის დასახლებაში 22 თებერვალს, დილით იპოვეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]