weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სუს-ი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიღებას ითხოვს

15:08 პარასკევი, 23 თებერვალი 2018

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოეხმაურა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლების განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქე, 34 წლის არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის იზოლატორში გადაყვანის დროს კიბეებზე დაგორდა, მოგვიანებით კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სუს-ის ინფორმაციით, 22 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა, არჩილ ტატუნაშვილის გარდა საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს.

„საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით,არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მოცემულ მომენტში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ცხელი ხაზის მეშვეობით, დე-ფაქტო ხელისუფლების და რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან კატეგორიულად მოითხოვს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების და ყველა ზემო ხსენებული პირის დაკავების შესახებ ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციის მიღებას. მომხდარ ფაქტზე აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციების და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების მყისიერი და პრინციპული რეაგირება“,- ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეფასებით, პრინციპულად მნიშვნელოვანია, სამხარაულის ექსპერტების ადგილზე შესვლა, რათა მოხდეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის პირველადი დათვალიერება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]