weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის მოთხოვნით ნატახტართან გზა გადაკეტეს

22:24 ორშაბათი, 26 თებერვალი 2018

ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს, გუდაურის გადასახვევთან თბილისი-ლესელიძის ცენტრალური საავტომობილო გზა აქვთ გადაკეტილი. აქციის მონაწილეების თქმით, საქართველოს მთავრობა სათანადო ყურადღებას არ იჩენს, რომ ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლებამ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს დროულად გადმოსცეს.

თბილისი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვამდე აქციის მონაწილეებს გზა ნატახტართან ჰქონდათ გადაკეტილი. მათ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი შეხვდათ, რომელმაც თქვა, რომ გადადგმულია ყველა ნაბიჯი, "თუმცა როცა საქმე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს ეხება, ყველამ კარგად ვიცით, თუ რა ბერკეტები არსებობს".

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. პოლიციის სამხარეო სამმართველოს ხელმძღვანელებმა არჩილ ტატუნაშვილის მამა სავარაუდოდ შინაგან საქმეთა მინისტრთან შესახვედრად წაიყვანეს.

აქციის გამო ცენტრალურ საავტომობილო გზაზე გადაადგილება პარალიზებულია და რამდენიმე კილომეტრიანი რიგები დგას.

არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დააკავეს. 23 თებერვალს ოსურმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტატუნაშვილი ცხინვალის იზოლატორში გადაყვანისას კიბეზე დაგორდა და საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც ორ საათში გარდაიცვალა. მოგვიანებით, საოკუპაციო რეჟიმმა გარდაცვალების მიზეზად გულის მწვავე უკმარისობა ე.წ. ინფარქტი დაასახელა. საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, ტატუნაშვილი ციხეში გადაყვანამდე გარდაიცვალა და ის ნაცემი იყო.

ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, ტატუნაშვილის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა და ვიდრე რუსეთიდან პასუხს არ მიიღებენ, მისი გადასვენება არ მოხდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]