weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ეროვნული ბანკი 2018 წელს გამოშვებულ 5 „სედანს“ ყიდულობს

11:25 შაბათი, 03 მარტი 2018

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2018 წელს გამოშვებული 5 ერთეული „სედანის“ შესყიდვის მიზნით ელექტრონული ტენდერები გამოაცხადა. ავტომანქანების შესაძენად 284 000 ლარია გამოყოფილი.

ელექტრონული ტენდერები 5 ერთეული უახლესი ავტომანქანის შესყიდვისთვის ეროვნულმა ბანკმა 2018 წლის 1 მარტს გამოაცხადა. ტენდერებში მონაწილეობის მსურველთა წინადადებების წარდგენა 9 მარტიდან 12 მარტამდე იწარმოებს, ავტომანქანების მიწოდება კი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 90 დღის ვადაში უნდა მოახდინოს. 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, 2 ავტომანქანა პირველი კლასის, 3 კი მეორე კლასისა იქნება. ყველა ავტომანქანა უნდა იყოს არანაკლებ 2018 წელს გამოშვებული, ექსპლუატაციაში არმყოფი, მარცხენასაჭიანი, შავი, რუხი ან ვერცხლისფერი.   

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]