weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

გორში სტალინის გარდაცვალების 65-ე წლისთავი აღნიშნეს

16:39 ორშაბათი, 05 მარტი 2018
გორში სტალინის გარდაცვალების 65-ე წლისთავი აღნიშნეს ფოტო Ⓒ Reuters

გორში საბჭოთა კავშირის ლიდერის, იოსებ სტალინის გარდაცვალების 65-ე წლისთავი აღნიშნეს. 20-მდე ადამიანი, კომუნისტური პარტიის და საზოგადოება სტალინელის წარმომადგენლები, სტალინის მუზეუმის ეზოში შეიკრიბნენ. სამგლოვიარო მიტინგის მონაწილეებმა გორის ცენტრალურ მოედანზე სტალინის ძეგლის დაბრუნება კიდევ ერთხელ მოითხოვეს.  

„ეს დღე სამგლოვიარო დღეა, მაგრამ ჩვენთვის მაინც ღირსშესანიშნავია იმიტომ, რომ გავიდა 65 წელი და ეს დიდებული პიროვნება არ ავიწყდებათ“, – განაცხადა „კომუნისტური პარტიის“ წარმომადგენელმა ნაზი სტეფანიშვილმა. 

„სტალინის ძეგლის დაბრუნებას ყველა ჩვენს ღონისძიებაზე ვითხოვთ. 24 ათასი ხელმოწერა შევაგროვეთ, რომელსაც უახლოეს დღეებში ქალაქის მერს წარვუდგენთ და მოვთხოვთ, აუცილებლად განიხილონ იოსებ სტალინის ძეგლის დადგმის საკითხი. დიდი სირცხვილია, რომ ეს უდიდესი ქართველი ასეა მიტოვებული და პატივაყრილი, სრულიად დაუმსახურებლად. რაც შეეხება აქ შეკრებილი ხალხის რაიოდენობას, ჩვენ არავინ მოგვიწვევია. ჩვენი მთავარი მიზანია ის, რომ ეს დღე აღინიშნოს, საზოგადოებამ დაინახოს, რომ ეს საკითხი ყოველთვის წინა პლანზე იქნება წამოწეული“, – განაცხადა „კომუნისტური პარტიის“ გორის ორგანიზაციის თავმჯდომარე ალეკო ლურსმანაშვილმა რადიო „თავისუფლებასთან“. 

სტალინის მუზეუმთან შეკრებილებმა ეკლესიაში გადაინაცვლეს, სადაც იოსებ სტალინის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს. 

საბჭოთა დიქტატორი იოსებ ბესარიონის ძე სტალინი 1878 წელს გორში დაიბადა, 1953 წლის 5 მარტს კი მოსკოვში გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსიით, გარდაცვალების მიზეზი ინსულტი გახდა. 

სტალინის გარდაცვალების დღეს გორში ყოველ წელს აღნიშნავენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]