weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

დედოფლისწყაროში ფერმაში 43 წლის მამაკაცი დაჭრეს

12:38 კვირა, 11 მარტი 2018

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ფერმაში ორ მწყემსს შორის მომხდარი კონფლიქტის შედეგად ერთ-ერთი მათგანი - 43 წლის მამაკაცი დაიჭრა. მას ცეცხლნასროლი ჭრილობა მარჯვენა მხრის არეში აქვს.

მწყემსები, რომელთა შორისაც დაპირისპირება მოხდა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოდან არიან. დაშავებული თავდაპირველად დედოფლისწყაროს რაიონულ საავადმყოფოში, შემდეგ კი თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცმა თანასოფლელს სანადირო თოფიდან ესროლა. ის შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა და სამართალდამცავებმა უკვე გამოკითხეს. შსს-ს ცნობით, ბრალდებული ამბობს, რომ შემთხვევით გაისროლა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]