weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ქურდობის ბრალდებით გერმანიაში საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს

12:28 ხუთშაბათი, 15 მარტი 2018

გერმანიაში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში მდებარე ქალაქ პადერბორნში ქურდობის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

Radio Hochstift-ის ცნობით, ბრალდებულები, სავარაუდოდ, სუპერმარკეტებს ქურდავდნენ. მათ ერთი სქემა ჰქონდათ, რომლის მიხედვითაც ორი მათგანი სუპერმარკეტში შედიოდა და პროდუქტებს აგროვებდა, მაშინ როდესდაც მესამე გარეთ, ავტომანქანაში იცდიდა.

საქართველოს მოქალაქეების დაკავება ქურდობის მორიგი მცდელობის შემდეგ მოხდა.მაღაზიაში სიგნალიზაცია ამუშავდა, ბრალდებულებმა გაქცევა შეძლეს, თუმცა მოგვიანებით ისინი დააკავეს. სამართალდამცავებმა მოპარული თამბაქოს საქონელი ამოიღეს.

რამდენიმე კვირის წინ გერმანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის მთავრობა ითხოვდა უფრო მკაცრი ზომების მიღებას იმ პირებთან მიმართებაში, ვინც საქართველოდან არიან და გერმანიაში თავშესაფრს ითხოვენ. გერმანული მედიის ცნობით, პოლიცია აცხადებდა, რომ  ქალაქ იორლინგჰაუზენში, სადაც ლტოლვილთა საცხოვრებლებია და ქართველებიც ცხოვრობენ, დანაშაული მკვეთრად გაიზარდა.

საქართველოში გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ გერმანიაში თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი სამჯერ გაიზარდა. მხოლოდ იანვარში გერმანიაში თავშესაფარი საქართველოს 700-ზე მეტმა მოქალაქემ მოითხოვა. მათგან თითქმის 100 %-მა უარი მიიღო. მსგავსი სიტუაცია შეინიშნება ასევე ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებში.

საელჩოს განცხადებით, გერმანიაში არალეგალურად მყოფ პირთა და თავშესაფრის დაუსაბუთებელ მთხოვნელთა რიცხვის საგრძნობი მატება იწვევს გერმანიის ფედერალური მთავრობის დიდ შეშფოთებას, რის გამოც მთავრობა მიიჩნევს, რომ აუცილებელია სწრაფი და ქმედითი რეაგირება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]