weather cur horoscope tv
აპრილი 17, 2024

„მაგთიკომი“ მობილურ ინტერნეტპაკეტებს აღარ გააძვირებს

18:16 ხუთშაბათი, 15 მარტი 2018

კომპანია „მაგთიკომი“ არაკორპორატიული აბონენტებისთვის მობილურ ინტერნეტს აღარ გააძვირებს, - ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„მაგთიკომი“ ინტერნეტპაკეტების გაძვირებას 18 იანვრიდან გეგმავდა. თუ ახლა 500 მბ ინტერნეტი 3 ლარი ღირს, მისი ღირებულება 2 ლარით გაძვირდებოდა,1000 მბ 5 ლარის ნაცვლად 7 ლარი გახდებოდა, 2000 მბ ინტერნეტი 7-ის ნაცვლად 12 ლარი და ა.შ..

ინტერნეტპაკეტების გაძვირება „მაგთიკომმა“ დროებით მას შემდეგ შეაჩერა, რაც კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან წერილი მიიღო. კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური კომპანიას სთხოვდა, ტარიფები საკითხის შესწავლის დასრულებამდე არ გაეზარდათ.

კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებდა, რომ „მაგთიკომის“ მიერ მობილური ინტერნეტის მომსახურებაზე დადგენილი ტარიფის გაძვირება საბაზრო კანონზომიერების ფარგლებს სცილდებოდა. კომისია აღნიშნავდა, რომ აღნიშნული ქმედების წინაპირობა არ არსებობდა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზის გათვალისწინებით, მათ შორის იმით, რომ 2018 წლიდან შპს „კავკასუს ონლაინმა“ შპს „მაგთიკომს“  საბითუმო ინტერნეტის მომსახურებაზე ტარიფი გაუნახევრა, მობილურ სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე დაკისრებული აქციზის გადასახადი კი გაუქმდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]