weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

სახალხო დამცველმა სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად ზვიად დევდარიანი წარადგინა

14:11 პარასკევი, 16 მარტი 2018

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის კანდიდატად ზვიად დევდარიანი წარუდგინა.

სახალხო დამცველის განცხადებით, მეურვეობის კანდიდატთა შესარჩევმა კონკურსმა ბევრი ღირსეული ადამიანი გამოავლინა, რაც სამეურვეო საბჭოს პრინციპული, ღირებულებების ერთგული, კრიტიკული წევრებით დასაკომპლექტებლად კარგ შესაძლებლობას ქმნის.

ნინო ლომჯარიას თქმით, გაითვალისწინა დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინაშე მდგარი გამოწვევები და მიიჩნია, რომ ზვიად დევდარიანი, რომელიც გაბედული, კვალიფიციური და მოტივირებული ადამიანია, შეძლებს მომდევნო 6 წლის განმავლობაში ღირსეულად და საფუძვლიანად შეასრულოს თავისი მოვალეობა; შეძლებს გავლენა მოახდინოს გადაწყვეტილების მიღების პროცესზე და ხარვეზების წარმოშობის შემთხვევაში, მათ შორის საბიუჯეტო რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით, დროულად მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება.

ზვიად დევდარიანი ამჟამად ხელმძღვანელობს სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CIDA), რომელიც სოციალური და ეკონომიკური უფლებების რეალიზებაზე მუშაობს და ქმედით დახმარებას უწევს დევნილებს, ეკომიგრანტებს, ყოფილ პატიმრებსა და პრობაციონერებს, სიღარიბის ბაზაში მყოფ ადამიანებს, მიგრანტებსა და ეთნიკურ უმცირესობებს. იგი ასევე არის სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის ლიდერი, აქტიურად მონაწილეობს საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებაში, მათ შორის ქალთა როლის გაძლიერებაზე ბიზნეს სექტორში და არის თვითმმართველობისა და რეგიონული განვითარების საკითხებზე მომუშავე ერთ-ერთი ექსპერტი. პარალელურად, ზვიად დევდარიანი აქტიურადაა ჩართული კამპანიაში „ეს შენ გეხება“, კოალიციაში დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის და კოალიციაში ევროატლანტიკური საქართველოსთვის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]