weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

გარანტირებულად გეუბნებით, რომ დადგება უმძიმესი პასუხისმგებლობა - ქუმსიშვილი

18:03 პარასკევი, 16 მარტი 2018

„შემიძლია გარანტირებულად გითხრათ, რომ პასუხისმგებლობა დადგება და ეს იქნება უმძიმესი პასუხისმგებლობა. გამოძიება დაწყებულია და ამასთან, ჩვენ უკვე გვქონდა კომუნიკაცია კომპანია „დოპელმაიერთან“, რომელმაც დაამონტაჟა ეს საბაგირო. კომპანიის წარმომადგენლები დღეს საღამოს მოფრინავენ საქართველოში, ხვალ დილიდან უკვე მათი ექსპერტებიც ჩაერთვებიან ამ ინციდენტის სრულფასოვნად გამოძიებაში“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, მოწვეული იქნებიან საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტებიც: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ექსპერტიზა იყოს დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ ჩატარებული. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ფაქტმა ტურისტულ სეზონზე არ იმოქმედოს“.

გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე, პირველადი ინფორმაციით, საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა, რომლის შედეგადაც 11 ადამიანი დაშავდა. მათგან 4 უკვე გაეწერა ბინაზე, 7 ადამიანი კი თბილისში გადაიყვანეს, მათ შორის ერთი ტურისტი, რომელსაც მრავლობითი მოტეხილობები აქვს, ღუდუშაურის კლინიკაში ვერტმფრენით გადააფრინეს. დაშავებულთა შორის ორსული ქალიცაა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ზაზა სოფრომაძის განცხადებით, არცერთი დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]