weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

„კრუიზი“, „თაღლაურა“ და სხვა რესტორნები დარღვევების გამო დროებით დაკეტეს

11:53 შაბათი, 17 მარტი 2018

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა თბილისში მდებარე 19 სწრაფი კვების ობიექტი, რესტორანი და კაფე-ბარი შეამოწმეს. აქედან შვიდ დაწესებულებას კრიტიკული შეუსაბამობების და ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე ხორცის რეალიზაციის გამო საწარმოო პროცესი დროებით შეუჩერდათ.

კრიტიკულია ისეთი შეუსაბამობა, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და მისი აღმოფხვრა კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებით შეჩერების გარეშე შეუძლებელია.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საწარმოო პროცესი შეუჩერა საცხობს „სვანური სახლი N1“ და რესტორნებს „პლაზა ჰოლი“, „კრუიზი“, „ოქროს კათხა“, „მუხამბაზი“, „თაღლაურა“ და „ძველი ქალაქი“.

სხვადასხვა დარღვევის, მათ შორის, ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე ხორცის რეალიზაციის, ეტიკეტირების წესისა და მიკვლევადობის დარღვევის, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის არქონის გამო დაჯარიმდა 9 ბიზნესოპერატორი. ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე ხორცის რეალიზაციისთვის 1000 ლარით დაჯარიმდნენ რესტორნები „თევზის სახლი“, „კერია“, „კახელები“ და „თაშრე“.

დადებითი მდგომარეობა დაფიქსირდა რესტორნებში „ლუდის მოედანი“, „წისქვილი“ და „ჭაშნაგირი“. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კვების ობიექტების შემოწმების პროცესი გრძელდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]