weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

გუდაურში დაშავებულების ავიაბილეთების და სასტუმროს ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს

18:00 შაბათი, 17 მარტი 2018

გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებული ტურისტების კვების, სასტუმროში ცხოვრებისა და ავიაბილეთების ხარჯებს საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანია დაფარავს.

„ყველა დაზარალებულს უწევენ ადეკვატურ სამედიცინო დახმარებას. მათ და მათ თანმხლებ პირებს სახელმწიფო უზრუნველყოფს სასტუმროში განთავსებით, კვებით, ავიაბილეთებით. ამავდროულად ყველა მათგანს ფსიქოლოგები უწევენ შესაბამის დახმარებას“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.

17 მარტს, გუდაურში სათხილამურო ტრასაზე საბაგიროს ავარიულად გაჩერების გამო 11 ადამიანი დაშავდა. მათ სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებოდათ. დაშავებულებს შორის შვედეთის მოქალქე ორსული ქალია, რომელიც „მედიქლაბში“ მკურნალობს. ექიმების ინფორმაციით, ქალი 15 კვირის ორსულია, თუმცა მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ღუდუშაურის კლინიკაში კი მკურნალობას 5 პაციენტი აგრძელებს. დანარჩენები საავადმყოფოდან გაწერეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუდაურში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლი კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, გუდაურში მომხდარი ინციდენტის შესასწავლად უცხოელ ექსპერტებს და კომპანია „დოპელმაიერის“ წარმომადგენლებს ჩამოიყვანენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]