weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ნარკოტიკის მოხმარება დაუდგინდა

13:13 ორშაბათი, 19 მარტი 2018

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს ინსპექტორს ნარკოტიკული საშუალების მოხმარება დაუდგინდა და სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა.

როგორც „რეგინფოს“ შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, ნარკოტიკულ თრობაზე შემოწმების მიზნით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს სამორიგეო განყოფილების მორიგე ინსპექტორი ნარკოლოგიურ სამსახურში 15 მარტს გადაიყვანეს და შემოწმების შედეგად ნარკოტიკის მოხმარება დაუდგინეს. შსს-ში არ აკონკრეტებენ, კონკრეტულად რომელ ნარკოტიკულ ნივთიერებას მოიხმარდა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი.

მოსამართლის მიერ დადგენილების მიღების შემდეგ, შსს-ს თანამშრომელს სამსახურიდან დაითხოვენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]