weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

სტეფანწმინდაში ვერტმფრენი 2700 მეტრ სიმაღლეზე დაფრენისას დაზიანდა

15:11 ორშაბათი, 19 მარტი 2018

ვერტმფრენი, რომელიც ფრენას ართხმოს ხეობის მიმართულებით ახორციელებდა, 2700 მეტრ სიმაღლეზე დაფრენისას დაზიანდა. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ვერტმფრენში ტურისტები და გიდი იმყოფებოდნენ. ყველა მათგანი უვნებლად გადარჩა და ყაზბეგში, სასტუმრო „რუმსში“ არიან გადაყვანილები.

ვერტმფრენი AS 350 კერძო ავიაკომპანია „ავიასერვისის“ მართვაშია.

სამინისტროს ინფორმაციით, ამ წუთებში გუდაურიდან ართხმოს ხეობაში მიემგზავრება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, რომელიც არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობა. მისი განცხადებით, მომხდარი საავიაციო შემთხვევის მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს მოკვლევა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]