weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ახალციხეში მძღოლებმა პროკურატურას გამოძიების დასასრულებლად 5 დღე მისცეს

11:26 სამშაბათი, 20 მარტი 2018
ახალციხეში მძღოლებმა პროკურატურას გამოძიების დასასრულებლად 5 დღე მისცეს ფოტო © სამხრეთის კარიბჭე

ახალციხეში, მძღოლებმა, რომლებსაც მანქანები ხე-ტყის გადატანისთვის აქვთ ჩამორთმეული, პროკურატურას საქმეების დასასრულებლად 5 დღე მისცეს. იმ შემთხვევაში თუ გამოძიება 23 მარტამდე არ დასრულდება და მძღოლებს კუთვნილ მანქანებს არ დაუბრუნებენ, ისინი ბორჯომში ცენტრალური საავტომობილო გზის გადაკეტვას აპირებენ.

„სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურასთან, მძღოლების მიერ გუშინ გამართული აქცია იმ პირობით დასრულდა, რომ საოლქო პროკურატურა საქმეების გამოძიებას დააჩქარებს.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას არ გაურბიან: „მზად ვართ გადავიხადოთ ჯარიმები. უბრალოდ ვითხოვთ, რომ ძიება დრულად დასრულდეს და ჩვენი მანქანები დაგვიბრუნონ“.

„2011 წელს 22 კბ.მ ფიცრით დატვირთული მანქანა დღესაც ფინანსურ პოლიციაში დგას. მესამე თვეა იმ მანქანას მეორე მანქანაც მიუყენეს გვერდით. კანონის მთელი სიმკაცრით ვაგებ პასუხს თუ რამე შეცდომა მიპოვეს, მაგრამ თვითონაც არ იციან რას მედავებიან“, - ციტირებს ახალციხის ტელევიაზია სოფელ კლდეში მცხოვრები დავით ცუცქირიძის კომენტარს.

აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოუცხადა. პარტიის წევრი ლევან ხაბეიშვილი ახალციხეში ჩავიდა და საპროტესტო აქციაში მიიღო მონაწილეობა. „ამ ადამიანებს სამართალდარღვევევბი თუ აქვთ, დააჯარიმონ, ნუ ულპობენ ავტომანქანებს საჯარიმო სადგომებზე. ეს ხალხი არ გაურბის პასხისმგებლობას, მზად არიან, თუ მსგავსი პასუხისმგებლობა დადგება, გადაიხადონ ჯარიმები, რასაც სასამართლო დააკისრებს. თუმცა ესენი არ არიან მზად იმისთვის, რომ ხუთი თვე, ერთი წელი, შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩნენ“, - აღნიშნა ხაბეიშვილმა.

მანქანებჩამორთმეულმა მძღოლებმა საპროტესტო აქცია უკვე რამდენჯერმე გამართეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის აგვისტოდან, 2018 წლის იანვრამდე უკანონოდ მოპოვებული ხე–ტყის გადატანის დროს, სამცხე–ჯავახეთში, ექვს თვეში 198 მანქანაა ჩამორთმეული.

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]