weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ქართული პრეზერვატივების მწარმოებელი კომპანიის საქმიანობის აკრძალვას ითხოვენ

12:02 სამშაბათი, 20 მარტი 2018

პარტია „საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ლილუაშვილი მიმართავს საქართველოს მთავრობას, პრეზიდენტს და სახალხო დამცველს, ინდმეწარმე „აიისა“-ს საქმიანობა აეკრძალოს. კომპანია ქართულ პრეზერვატივებს აწარმოებს, რომლის შეფუთვაზეც გამოყენებულია ვეფხისტყაოსნის ციტატები, წმინდანთა ფოტოები, ქართლის დედა და ა.შ.

„ფართოდ უკეთდება რეკლამირება „აიისა“-ს, ქართული პრეზერვატივების მწარმოებელ კომპანიას.

კომპანიამ პრეზერვატივების „ბრენდირება“ განახორციელა იმ სახით, როგორითაც შეილახა ქართველი ერის პირადი, რელიგიური და ეროვნული გრძნობები.

კერძოდ, პრეზერვატივებზე გამოსახულია წმინდანები, დამცინავ კონტექსტში გამოყენებულია რელიგიური დღესასწაულების სახელწოდებები, ციტირებულია და გამოსახულია ეროვნული საგანძურის - „ვეფხისტყაოსნის“ ციტატები, საქართველოს სამეფო ოჯახის წარმომადგენლები, სახელმწიფო მოღვაწეები, პოლიტიკოსები, ქართველი ქალის, დედის სიმბოლო - „ქართლის დედა“ და სხვა.

ეს შეურაცხყოფს ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის წევრების პირად, რელიგიურ და ეროვნულ გრძნობებს, აღვივებს სამოქალაქო დაპირისპირებას და შუღლს ქვეყანაში, ემსახურება სახელმწიფოში დაძაბულობისა და არეულობების პროვოცირებას.

მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ აიკრძალოს აღნიშნული კომპანია, მის დამფუძნებლებსა და იქ დასაქმებულ პირებს აეკრძალოთ ყველა სახის კომერციული საქმიანობა საქართველოში, აგრეთვე დაისაჯონ ამ კომპანიის პარტნიორი ორგანიზაციები, ვინც განახორციელა დიზაინი, წარმოება და რეალიზაცია. სრულად იქნას ამოღებული და განადგურებული მათ მიერ გამოშვებული პროდუქცია, ხოლო დამნაშავე პირები დაისაჯონ კანონის უმკაცრესი ზომებით. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში შესაძლოა დაიწყოს უმართავი პროცესები, „ლინჩის წესით“ გასამართლებები. რასაც, შესაძლოა, უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლი მოჰყვეს, რაზეც სრული პასუხისმგებლობა გეკისრებათ წერილის ადრესატებს“, - აღნიშნულია მიმართვაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]