weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„რუსთავი 2“-თან დაკავებული „ქართული მარშის“ აქტივისტების პროცესი დღეს გაიმართება

14:02 სამშაბათი, 20 მარტი 2018

„ქართული მარშის“ წევრებისა და აქტივისტების სასამართლო პროცესი, რომლებიც ტელეკომპანია „რუსთავი-2“-თან მომხდარი დაპირისპირების დროს დააკავეს, დღეს გაიმართება. „ქართული მარშის“ ინფორმაციით, დაკავებული 6 პირიდან ერთი, მიხეილ ამისულაშვილი პოლიციამ ხელწერილით გაათავისუფლა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

დაკავებულთაგან ორნი, ლადო სადღობელაშვილი და ირაკლი დოლენჯაშვილი საავადმყოფოში გადიან მკურნალობას.ბექა რევაზიშვილი, გიორგი ონიანი და „ქართული მარშის“ კიდევ ერთი მხარდამჭერი დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ქართული მარშის“ აქტივისტები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებული.

19 მარტს, თბილისში, სანდრო ეულის ქუჩაზე, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შენობის წინ, მოძრაობა „ქართული მარშის“ აქტივისტები შეიკრიბნენ და ტელევიზიის ეთერში გასულ გადაცემასთან დაკავშირებით პროტესტს გამოხატავდნენ. მათ ავტომობილს, სადაც გადაცემის წამყვანი გიორგი გაბუნია და ტელეკომპანიის იურისტი თამთა მურადაშვილი ისხდნენ ალყა შეამოარტყეს და გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ. ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი დავით ერაძე დაშავდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ინციდენტის დროს დაზიანდა ტელეკომპანიის ერთ-ერთი თანამშრომლის კუთვნილი ავტომანქანაც, რაზეც გამოძიება სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანების ფაქტზე, სსკ-ს 187-ე მუხლით დაიწყო.

„ქართული მარშის“ წევრები გიორგი გაბუნიას მიერ ეთერში ნათქვამ შემდეგ რეპლიკას აპროტესტებდნენ: „მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშვა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ, რადგან ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი, რადგან ბიძინამ ყველა ხე თავის ეზოში გადარგა“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]