weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ტელეკომპანია „ობიექტივის“ ჟურნალისტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

16:37 სამშაბათი, 20 მარტი 2018

თბილისში, ცუცქირიძის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის გადაღებისას, ტელეკომპანია „ობიექტივის“ ჟურნალისტი და ოპერატორი ცემეს. „ობიექტივის“ თანამშრომლები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ, სხეულის დაზიანებებით, საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტელეკომპანია „ობიექტივის“ ჟურნალისტი, 1994 წელს დაბადებული ნ.ლ.  და ოპერატორი, 1993 წელს დაბადებული დ.მ. დაგეგმილი სიუჟეტისთვის ვიდეომასალას აგროვებდნენ, რისთვისაც ცუცქირიძის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის გადაღებას ახორციელებდნენ. გადამღებ ჯგუფს იმავე ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სასტუმროს მფლობელელთან, 1960 წელს დაბადებულ გ.ე.-სთან და 1996 წელს დაბადებული ე.ე.-სთან სიტყვიერი კონფლიქტი მოუხდათ, რაც ფიზიკური დაპირისპირებაში გადაიზარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში 14:10 საათზე შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ცუცქირიძის ქუჩაზე ადგილი ჰქონდა მოქალაქეებს შორის სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას.

შეტყობინების მიღებისთანავე სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად  გამოცხადდნენ, რომლებმაც საგამოძიებო მოქმედებები დაუყოვნებლივ დაიწყეს“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება ინციდენტში მონაწილე ორივე მხარის, გ.ე.-ს, ე.ე.-სა და დ.მ.-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]