weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მარინა ვაშაყმაძე აჭარის ტელევიზიის დირექტორის კონსულტანტად დაინიშნა

17:00 ოთხშაბათი, 21 მარტი 2018

რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი მარინა ვაშაყმაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას და რადიოს დირექტორის კონსულტანტად დაინიშნა.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ამ თანამშრომლობის მთავარი მიზანი მაუწყებლის ტელე, რადიო და ვებპლატფორმების განვითარება და სამაუწყებლო პროცესების კიდევ უფრო ხარისხიანად გამართვაა.

„ჩვენი ერთობლივი საქმიანობის მთავარი აქცენტები იქნება: მაუწყებლის ტელე, რადიო და ვებპლატფორმების სამაუწყებლო წარმოების ზედამხედველობა და კონსულტაციების გაცემა, მუშაობის ხარვეზების გამოვლენა და ცვლილებების დოკუმენტის მომზადება; თითოეული პლატფორმისთვის სამაუწყებლო კონცეფციების შედგენა და მართვის პროცესების განახლებაში მონაწილეობა, შეფასება და კონტროლი; მაუწყებლის შიდა ტრენინგების ჩატარება, ადმინისტრირება და კონტროლი; დონორებთან, უცხოურ მაუწყებლებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების პროცესში ჩართულობა და საჭიროების შემთხვევაში წარმომადგენლობა“, - აღნიშნავს აჭარის ტელევიზიის დირექტორი ნათია კაპანაძე.

მარინა ვაშაყმაძე RFE/RL (რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება) თბილისის ბიუროს 2006-2018 წლებში ხელმძღვანელობდა. 25 წელზე მეტია რაც პრაქტიკულ ჟურნალისტიკაშია, არის მრავალი პუბლიკაციისა თუ გადაცემის ავტორი, წლების განმავლობაში იყო რამდენიმე მედიასაშუალების დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას ჟურნალისტიკის მიმართულებით საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. 

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]