weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

შუახევში 14 წლის ბიჭი, რომელსაც მდინარეში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

09:57 პარასკევი, 23 მარტი 2018

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ შუბანში დაკარგული 14 წლის ბიჭი მაშველებმა დღეს დილით გარდაცვლილი იპოვეს. მოზარდს მდინარეში სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

თვითმხილველების თქმით, ბიჭი თანატოლებთან ერთად თამაშობდა, რა დროსაც ბურთი მდინარე ჩიხურის წყალში ჩაუვარდათ. ბავშვი ბურთის მოსატანად წავიდა და სავარაუდოდ, მდინარეში შევიდა.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებში სამაშველო სამსახურის 11 ბრიგადა და 60 მეხანძრე-მაშველი იყო ჩართული, მათ შორის ბათუმიდან, ქედიდან და ხულოდან. სამუშაოები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მაშველებს ადგილობრივებიც ეხმარებოდნენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითვმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]