weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

თელავში ავარიის შედეგად 23 წლის ბიჭი დაიღუპა, ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა

11:19 პარასკევი, 23 მარტი 2018

თელავში, რუსთაველის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 23 წლის მამაკაცი დაიღუპა, ორი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. გვიან ღამით ავტომანქანა ხეს შეეჯახა. დაშავებულები იმავე მანქანაში მსხდომი მამა-შვილი არიან. ბავშვი 13 წლის არის.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც „რეგინფოს“ საავადმყოფოში უთხრეს, შუახნის მამაკაცი მრავლობითი ტრავმებით, მათ შორის გულმკერდის დაზიანებით, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, 13 წლის ბიჭს კი თავის ტრავმა აქვს მიღებული.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ემუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]