weather cur horoscope tv
ნოემბერი 01, 2024

დმანისის გადარჩენის ფონდმა ევკალიპტის ხის შესაძენად 20 ათასი ლარის შეგროვება დაიწყო

10:10 ოთხშაბათი, 28 მარტი 2018

„დმანისის გადარჩენის ფონდმა“, რომელმაც ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ აუქციონზე გატანილი ევკალიპტის ხე 20 020 ლარად იყიდა, თანხის შეგროვება დაიწყო. ფონდის დამფუძნებელ ოპოზიურ პარტიებს 20 ათასი ლარის შესაგროვებლად 10-დღიანი ვადა აქვთ.

„ეს არის ის სიმბოლური თანხა, რომელიც უნდა შევაგროვოთ იმისთვის, რომ ხე გადავარჩინოთ. გარანტიას ვაძლევ ყველას, რომ ეს თანხა შეგროვდება და ევკალიპტის ხეს შევიძენთ“, – აღნიშნა სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

„მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ მოქალაქეების ჩართულობა იმაში, რომ ოლიგარქ ივანიშვილს ერთხელ და სამუდამოდ გაუქრეს იმის განცდა, რომ ყველაფრის ყიდვა შეუძლია. მას შემდეგ, რაც ფონდი დარეგისტრირდა რეკავენ პენსიონერები, სოციალურად დაუცველები, რომლებიც მზად არიან უკანასკნელი თეთრი გაიღონ ოლიგარქ ივანიშვილთან საბრძოლველად“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა.

მწვანე კონცხზე მდებარე 26-მეტრიანი ევკალიპტის ხის აუქციონში „დმანისის გადარჩენის ფონდმა“ 28 მარტს გაიმარჯვა. ხის საწყისი ფასი 7 ათასი ლარი იყო. აუქციონში მონაწილეობას კიდევ ერთი პრეტენდენტი იღებდა, თუმცა მისი ვინაობა უცნობია. ფონდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ასწლოვანი ხის შეძენით ბიძინა ივანიშვილი იყო დაინტერესებული.

ფონდის წევრი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების თქმით, ევკალიპტის ხე მწვანე კონცხზე დარჩება.

19 მარტს „დმანისის გადარჩენის ფონდმა“ საყდრისის საბადოს მიმდებარე ტერიტორიაზე 16 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე გამოცხადებულ აუქციონშიც გაიმარჯვა და მიწაზე წლიური იჯარის უფლება 5 056 320 ლარად იყიდა. აუქციონის საწყისი ფასი 15 000 ლარი იყო. აუქციონში მონაწილეობას იღებდა ოქროს მომპოვებელი კომპანია RMG Gold-იც. „დმანისის გადარჩენის ფონდის“ განცხადებით, აუქციონზე გატანილ ტერიტორიაზე კომპანიას წიაღისეულის მოპოვება სურდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]