weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

2017 წელს ყველაზე ცოტა ბავშვი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთში დაიბადა

12:15 პარასკევი, 30 მარტი 2018
2017 წელს ყველაზე ცოტა ბავშვი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთში დაიბადა ფოტო © გიორგი ნიკოლავა

2017 წელს საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 53 293 ბავშვი შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, ქვეყანაში 27 658 ბიჭი და 25 635 გოგო დაიბადა. გასულ წელს ყველაზე მეტი დაბადება დაფიქსირდა თბილისში (14 906 ბავშვი), ხოლო ყველაზე მცირე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (341 ბავშვი). ამასთან, 2016 წელს თბილისში 16 784 ბავშვი დაიბადა, ხოლო რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 327 ბავშვი.

დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 2017 წელს 2016 წელთან შედარებით 40.6%-დან 38.9 %-მდე შემცირდა რიგით პირველი დაბადებულის წილი. მესამე და მომდევნო რიგითობის დაბადებულთა წილი 21.3 %-დან 22.6 %-მდე გაიზარდა, ხოლო მეორე შვილის წილი თითქმის უცვლელი დარჩა.

წინა წელთან შედარებით 2017 წელს დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 35.6 %-დან 32.7 %-მდე შემცირდა. 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის ქალების წილი 61.6 %-დან 64.6 %-მდე გაიზარდა, ხოლო 40 წლის და უფროსი ასაკის დედების წილი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა.

2017 წელს გარდაცვლილთა რიცხოვნობა 2016 წელთან შედარებით 5.8 %-ით შემცირდა და 47 822 ადამიანი შეადგინა. ისევე როგორც დაბადების შემთხვევაში, 2017 წელს გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში (11 976 კაცი), ხოლო ყველაზე ნაკლები - რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (736 კაცი).

2017 წლის ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) წინა წელთან შედარებით 5.6 %-ით შემცირდა და 5 471 შეადგინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]