weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

სიღნაღის საკრებულოში ხელფასების გაზრდის საკითხის განხილვა ჩავარდა

14:52 შაბათი, 31 მარტი 2018

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მისვლის და წინააღმდეგობის გამო, მერიის თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდა ვეღარ შეძლო.

სიღნაღის მერის მოადგილის მადონა ბატიაშვილის განცხადებით, დაგეგმილი იყო მერიის 23 თანამშრომლისთვის ხელფასის გაზრდა 400-დან 500 ლარამდე. ასევე, სხვადასხვა განყოფილების 6 თანამშრომლისთვის 700-დან 1000 ლარამდე. მერიის მიერ მომზადებული პროექტი 100-150 ლარით ხელფასის გაზრდას ითვალისწინებს კიდევ 35 თანამშრომლისთვის.

საკრებულოს სხდომაზე მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია აცხადებდა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას არ აქვს უფლება ჩინოვნიკებს ხელფასი გაუზარდოს მაშინ, როდესაც ბოლო წლებში სიღნაღში არაფერი გაკეთებულა და სოციალურად დაუცველ ადამიანებს დახმარებაზე უარს ეუბნებიან იმ მიზეზით, რომ ბიუჯეტში საკმარისი თანხა არ გააჩნიათ. ამის დადასტურების მიზნით, მელიამ ერთ-ერთი მოქალაქის განცხადება მოიტანა.

სხდომის პირველი ნაწილი ხმაურით წარიმართა. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები სიღნაღის მერსაც დაუპირისპირდნენ და მოსთხოვეს განემარტა, რა დამსახურებისთვის აიღო ერთი თვის ხელფასის სრული ოდენობით პრემია, თანამდებობაზე არჩევიდან პირველივე თვეს. სანაცვლოდ, მერმა გოგი გოგილაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს გიორგი ბოტკოველს ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნის დროს, სიღნაღში კერძო მესაკუთრეებისთვის საკუთრების წარმევის და ღამით იძულებით გადაფორმების ფაქტები გაუხსენა.

სხდომაზე დაძაბული ვითარება მას შემდეგ განიმუხტა, რაც საკრებულოს თავმჯდომარე ილია ხატიაშვილმა პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცავების მისვლის შემდეგ სხდომა გაგრძელდა.

„ბიურომ გვთხოვა, რომ სპეციალისტებისთვის ხელფასის გაზრდის საკითხი გადაგვედო და მისი განხილვა ამ ეტაპზე გადაიდო, არ შეჩერებულა“, - განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ სიღნაღის მერის მოადგილე მადონა ბატიაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]