weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

თბილისის მერია 2018 წელს გამოშვებულ 30 ავტომანქანას ყიდულობს

14:46 სამშაბათი, 03 აპრილი 2018

თბილისის მერია 2018 წელს გამოშვებულ 30 ერთეულ ჰიბრიდულ ავტომანქანას ყიდულობს, რაშიც ბიუჯეტიდან 1 578 270 ლარი დაიხარჯება.

ელექტრონული ტენდერი 30 ერთეული ჰიბრიდული ტიპის მსუბუქი ავტომანქანის შესყიდვისთვის თბილისის მერიამ 2018 წლის 19 მარტს გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობა ორმა კომპანიამ მიიღო, რომელთა შორის ყველაზე დაბალი ფასი შემსყიდველს სააქციო საზოგადოება „ჰიუნდაი ავტო საქართველომ“ შესთავაზა. 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ყველა ავტომანქანა უნდა იყოს 2018 წელს გამოშვებული, ექსპლუატაციაში არმყოფი, განბაჟებული, მარცხენასაჭიანი და თეთრი ფერის. 

ამჟამად თბილისის მერია ტენდერში გამარჯვებულის გამოსავლენად შერჩევის პროცედურებს ახორციელებს, ავტომანქანების მიწოდება კი ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადებულმა კომპანიამ ხელშეკრულების დადებიდან 90 დღის ვადაში უნდა მოახდინოს. 

სს „ჰიუნდაი ავტო საქართველო“ 2005 წლიდან არის დარეგისტრირებული. კომპანიის პრეზიდენტია დავით გიორგობიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]