weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ქობულეთში დაცვის პოლიციის ავტომანქანა არასრულწლოვანს დაეჯახა

11:17 ოთხშაბათი, 11 აპრილი 2018

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე, 8 წლის ბიჭს დაცვის პოლიციის ავტომანქანა დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. დაშავებული ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას დაზიანებები თავის არეში აქვს მიღებული.

ადგილობრივების ინფორმაციით, ბავშვი გზაზე გადადიოდა, როდესაც დიდი სიჩქარით მიმავალი ავტომანქანა დაეჯახა. „დაცვის პოლიციის წარმომადგენლები დაახლოებით 90-100 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდნენ. არ იცავდნენ დისტანციას. მანქანა ბიჭს იმდენად ძლიერად დაეჯახა, რომ ორი-სამი მეტრით გადაადგო. ავარიის შემდეგ ის უგონო მდგომარეობაში იყო“, - ამბობს „რუსთავი 2“-თან ერთ-ერთი თვითმხილველი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]