weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

კახეთში ევროატლანტიკური კლუბი დაარსდა

10:59 ხუთშაბათი, 19 აპრილი 2018
კახეთში ევროატლანტიკური კლუბი დაარსდა ფოტო © საგარეო საქმეთა სამინისტრო

ნატოს დღეების ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე კახეთის რეგიონში იმყოფებოდა. მინისტრის ვიზიტის ფარგლებში კახეთში ევროატლანტიკური კლუბი შეიქმნა, რომლის მიზანი რეგიონში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ცნობადობის ამაღლება და ევროატლანტიკური სტურქტურების მიმართ გააზრებული მხარდაჭერისა და ნდობის გაზრდაა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კლუბი რეგიონის მასშტაბით განახორციელებს სხვადასხვა ტიპის აქტივობას ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე.

„კახეთი იქნება ის რეგიონი, სადაც პირველად ჩამოყალიბდება ევროატლანტიკური კლუბი. მინდა ვისურვო, რომ ეს კლუბი იყოს ისეთი წარმატებული, რომ სხვა რეგიონებმაც იხელმძღვანელონ ამ მაგალითით და შექმნან ანალოგიური კლუბები, რომლებიც ხელს შეუწყობენ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს“, – აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

კლუბის შექმნის დებულებას ხელი მოაწერეს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]