weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

აფხაზეთში 3 ტონამდე აზიური ფაროსანა შეაგროვეს

14:27 ხუთშაბათი, 19 აპრილი 2018

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მცენარეთა კარანტინის დარგში სახელმწიფო ინსპექციის უფროსის, არკადი ჯინჯიას თქმით, აზიურ ფაროსანასთან მექანიკური მეთოდებით ბრძოლამ დადებითი შედეგები გამოიღო და მავნებლის პოპულაცია მნიშვნელოვნად შემცირდა.

„მოსახლეობა აქტიურად ჩაერთო ამ სამუშაოებში, განსაკუთრებით გალის, ტყვარჩელის, ოჩამჩირისა და გულრიპშის რაიონებში. როდესაც შეგროვება გამოცხადდა, დაახლოებით 2.5 ტონა აზიური ფაროსანა შეგროვდა. ამ ყველაფრში ფულს რუსეთის ფედერაცია იხდიდა. დღესაც მიდის მექანიკური შეგროვება და ვფიქრობ, რომ ეს ბოლო ეტაპი იქნება. აფხაზეთის მთავრობა ხალხს დაპირდა, რომ სამთავრობო ფონდიდან თანხას გადაუხდის. ვფიქრობ, ეს პარასკევს მოხდება“, - განაცხადა ჯინჯიამ.

ხელით შეგროვების შემდეგ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ტერიტორიების ქიმიურად დამუშავებას დაიწყებენ.

აფხაზეთში აზიური ფაროსანის მომრავლების გამო 2018 წლის მარტში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, აფხაზეთის ტერიტორიიდან რუსეთში მცენარეული წარმოშობის პროდუქციის შეტანა აიკრძალა. ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოსახლეობას მისი შეგროვებისკენ მოუწოდა და ჯილდოც დააწესა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ერთ კილოგრამი ფაროსანას სანაცვლოდ ათას რუბლს იხდიდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]