weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ივანიშვილის გიგანტური ხეების გადატანის გამო მოსახლეობა შუქის გარეშე დარჩა

22:25 პარასკევი, 20 აპრილი 2018

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში მოსახლეობის ნაწილი მეორე დღეა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. რადიო "ათინათის" ინფორმაციით, სოფელში ელექტროგადამცემი ხაზები და ბოძები გიგანტური ხეების გადატანის დროს დაზიანდა, რომლებიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გადააქვთ.

„შუქი წუხელ ჩაქრა და მას მერე არ გვაქვს. დღეს პირველ საათზე მოვიდნენ „ენერგო პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლები და დაიწყეს მუშაობა, მაგრამ არ ვიცით, შუქი როდის მოვა“, - ციტირებს რადიო „ათინათი“ ადგილობრივების კომენტარს.

ხეების ტრანსპორტირებისას დაზიანდა გარე განათების ბოძებიც. მათი ნაწილი წაქცეულია, ნაწილი გადახრილი, სანათები კი დამტვრეული.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადეს, რომ მუნიციპალური ქონების დაზიანების შესახებ ინფორმირებულები არიან და ბოძებს ის კომპანია აღადგენს, ვისაც ხეები გადააქვს.

კომპანია „ვი სი ვიმ“ ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 30-მდე ასწლოვანი ხე შეიძინა. ივანიშვილი დენდროლოგიურ პარკს გურიაში, შეკვეთილში აშენებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]