weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

მსახიობმა მურმან ჯინორიამ მშობლიურ სოფელში ეკლესია ააშენა

15:44 შაბათი, 21 აპრილი 2018

რუსთაველის თეატრის მსახიობმა მურმან ჯინორიამ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ სორტაში, რომელიც მისი მშობლიური სოფელია, ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია საკუთარი ხელით და სახსრებით ააშენა. ეკლესიის ასაშენებლად მსახიობს 7 წელი დაჭირდა.

ინფორმაცია მომღერალმა ლაშა ღლონტმა „ფეისბუკის“ პირად გვერდზე გუშინ გაავრცელა. 

„ბატონი მურმან ჯინორიას მიერ საკუთარი ხელით აშენებული ეკლესია სამეგრელოში, მშოლიურ სოფელში, ულამაზეს სორტაში. საკუთარი შრომით და მწირი ჰონორარებით მთელი ცხოვრება აშენებდა და მხოლოდ ახლახანს დაასრულა. დღეს იქ უკვე წირვა აღევლინება. შეუწიროს უფალმა ეს უკელთილშობილესი საქმე ჩვენს გენიალურ ხელოვანს“, - წერს ლაშა ღლონტი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]