weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

სოფელ საქობოში დაკავებული ახალგაზრდის გათავისუფლებას ითხოვენ

17:27 ორშაბათი, 30 აპრილი 2018

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში ადგილობრივებმა აქცია გამართეს და ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებული 29 წლის დიმიტრი ჭრელაშვილის გათავისუფლება მოითხოვეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ახალგაზრდა დაკავების დღიდან შიმშილობს. მათივე თქმით, მას იმ დანაშაულს ედავებიან, რომელიც არ ჩაუდენია.

საქობოს მცხოვრებლები საპროტესტო აქციის გამართვას გლდანის ციხესთანაც გეგმავენ.

სამართალდამცავებმა დიმიტრი ჭრელაშვილი სასამართლო განჩინების საფუძველზე, 19 აპრილს, ორ სხვა მამაკაცთან ერთად დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულები აღიარებენ ე.წ. „ქურდულ სამყაროს“, მონაწილეობდნენ „ქურდულ გარჩევებში“ და აქტიური კავშირი ჰქონდათ ევროპაში მყოფ ქართველ კანონიერ ქურდებთან - მალხაზ ზედელაშვილთან, კახა შავლიაშვილთან, აბესალომ პაპიაშვილთან და გიორგი ხატიაშვილთან.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ჯგუფის სამივე წევრმა ერთ-ერთ მოქალაქეს ქურდული გარჩევა მოუწყო, ოჯახის წევრებისა და ქონების განადგურების მუქარით 60 000 ლარის გადახდა მოსთხოვეს“, - განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ.

დანაშაული, რომელიც დიმიტრი ჭრელაშვილს ედება ბრალად, 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]