weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

გურიაში ფაროსანას წინააღმდეგ სპეცტექნიკა იმუშავებს

16:32 შაბათი, 28 აპრილი 2018

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სამოქმედო გეგმის მიხედვით, მავნებლის წინააღმდეგ გურიაში თვრამეტი ერთეული სპეცტექნიკა იმუშავებს. აქედან 7ოზურგეთში, 5 ლანხუთში, 4ჩოახატაურში, 2 სატრაქტორე აგრეგატი კი საყანე ფართობების დასამუშვებლად გამოიყენება.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტების მასშტაბით, შეიწამლება და თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ტერიტორიები და სოფლების ტერიტორიები. რაც შეეხება ტყისპირა ზოლებს, აქ ატიურად გამოიყენებენ მექანიკური ბრძოლის საშუალებას, რითაც დასახლებულ ტერიტორიებზე ტყიდან მავნებლის გავრცელება აღიკვეთება.

მავნებელთან ბრძოლის სამოქმედო გეგმა მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა და გურიის გუბერნატორმა,  გააცნეს. ხაზი გაესვა მავნებელთან ბრძოლაში მოსახლეობის ჩართულობისა და ინფორმირებულობის მნიშვნელობას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]