weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ბორჯომის ტყეში ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება

09:55 სამშაბათი, 01 მაისი 2018
არქივის ფოტო არქივის ფოტო

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ საკირეს ტყეში ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ადგილი მიუვალია, რის გამოც ცეცხლის კერასთან სახანძრო მანქანები მიახლოებას ვერ ახერხებენ. მათივე ინფორმაციით, მისასვლელი გზის გასაჭრელად ტრაქტორი მუშაობს.

ხანძარი სოფელ საკირედან 7 კილომეტრში 30 აპრილს, საღამოს გაჩნდა. ჯერჯერობით უცნობია, რა ფართობი იწვის, თუმცა დასახლებულ პუნქტამდე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

ღამის განმავლობაში ცეცხლის ჩაქრობას 30 მეხანძრე-მაშველი ცდილობდა. დღეს დილიდან კი ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოებში თბილისიდან ჩასული მეხანძრეებიც მონაწილეობენ.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრების შედეგად გასულ წელს დაახლოებით 200 ჰექტრამდე ტყე დაიწვა. სოფელ დაბასთან ტყეში ხანძარი 20 აგვისტოს გაჩნდა. მისი ჩაქრობა 27 აგვისტოს მოხერხდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]