weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

შავ ბაზარზე შემოსულმა ნარკოტიკებმა კიდევ 2 ახალგაზრდა შეიწირა - თეთრი ხმაურის მოძრაობა

23:51 შაბათი, 05 მაისი 2018

„შავ ბაზარზე შემოყრილია ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს იწირავს. რამდენიმე წუთის წინ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ დღეს კიდევ 2 ახალგაზრდა ადამიანი გარდაიცვალა საკუთარ სახლში მოხმარების შემდგომი ძილის პერიოდში“, - ინფორმაცია „თეთრი ხმაურის მოძრაობამ“ გაავრცელა.

„გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვივარაუდოდთ, რომ ეს ყოველივე ხდება მიზანმიმართულად და სისტემა სიკვდილისთვის გვიმეტებს. თითოეულ გარდაცვლილ ადამიანზე პასუხისმგებლობას ვაკისრებთ სახელმწიფოს, რომელიც არათუ არაფერს აკეთებს ვითარების ცვლილებისთვის, არამედ ხმასაც არ იღებს შექმნილ საგანგაშო მდგომარეობაზე“, - აღნიშნულია თეთრი ხმაურის მოძრაობის განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ორი ახალგაზრდის გარდაცვალებას ადასტურებს, თუმცა სამინისტროს ცნობით, გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერ ცნობილი არ არის.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში 2018 წლის 5 მაისს, შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი ნახეს 1979 წელს დაბადებული ლ.კ. პოლიციამ ასევე შეტყობინება მიიღო მარჯანიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში 1980 წელს დაბადებული კ.კ.-ს. გარდაცვალებასთან დაკავშირებით. დათვალიერების შედეგად, გარდაცვლილებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ. ფაქტთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, რომლის დასკვნის საფუძველზე გარდაცვალების ზუსტი მიზეზი გახდება ცნობილი“, - განაცხადეს სამინისტროში.

ორივე შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით.

"თეთრი ხმაურის მოძრაობა" ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლებს მოუწოდებს, შეწყვიტონ და თავი შეიკავონ ნებისმიერი სუბსტანციის მიღებისგან.

„ვვარაუდობთ, რომ არა მხოლოდ ე.წ მეფედრონია ლეტალობის მიზეზი, არამედ ყველა სხვა ნარკოტიკული საშუალებაც განგებაა დაბინძურებული დღემდე უცნობი ნივთიერებით (კლინიკური ნიშნებიდან გამომდინარე შესაძლოა ეს იყოს ფენტალინი, ჰეროინზე 50-ჯერ, ხოლო მორფზე 80-ჯერ ძლიერი ოპიატი). მოცემულობა ძალიან ჰგავს მიზანმიმართულ დივერსიას, სადაც მომხმარებლები სრულიად დაუცველ მდგომარეობაში ვიმყოფებით“, - აღნიშნეს "თეთრი ხმაურის მოძრაობაში".

29 აპრილს, თბილისში ახალგაზრდა ქალი სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შედეგად გამოწვეული ინტოქსიკაციით გარდაიცვალა. ამ შემთხვევას წინ უძღოდა 22 წლის მამაკაცის გარდაცვალება და რამდენიმე ახალგაზრდის მოწამვლა. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში ახალი თაობის ნარკოტიკული საშუალება მეფედრონი, ე.წ. აბაზანის მარილია შემოსული, რომელიც საშიშია ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]