weather cur horoscope tv
ნოემბერი 01, 2024

ორი საპირისპირო აქცია რუსთაველის გამზირზე, დააკავეს რამდენიმე მონაწილე

20:08 კვირა, 13 მაისი 2018
ფოტოზე - გიორგი გაბედავას დაკავება ფოტოზე - გიორგი გაბედავას დაკავება ფოტო © გიორგი გოგუა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე ორი საპირისპირო აქცია მიმდინარეობს. პარლამენტის შენობის წინ მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ აქტივისტები და მხარდამჭერები ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას, მკაცრ ნარკოპოლიტიკას აპროტესტებენ და პრემიერისა და შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ.

მიმდებარე ტერიტორიაზე კი „საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრი ახალგაზრდები არიან შეკრებილი და ითხოვენ, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი დატოვონ. ასევე, ისინი ითხოვენ 9 აპრილის მემორიალთან გადასვლას და სანთლების დანთებას.

პარლამენტის შენობის წინ ტერიტორია ორივე მხრიდან პოლიციელებს აქვთ გადაკეტილი და საპირისპირო აქციების მონაწილეებს ერთმანეთთან მისვლის საშუალებას არ აძლევენ. ვითარება საკმაოდ დაძაბულია.

დაძაბულობის დროს რამდენიმე პირიც დააკავეს, მათ შორის დაკავებულია გიორგი გაბედავა, რომელმაც კონტრაქციის გამართვა გუშინ დაანონსა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]