weather cur horoscope tv
ნოემბერი 01, 2024

ბერა მარიხუანის ლეგალიზებას ითხოვს

22:07 კვირა, 13 მაისი 2018

რეპერი ბერა ივანიშვილი მარიხუანის ლეგალიზებას ითხოვს. „ლეგალიზება მშვიდობისთვის“ ამ ფრაზით გამოაქვეყნა მან მათ თავისი ახალი სიმღერა სოციალურ ქსელში.

სიმღერაში „Legalize“ ბერა მხოლოდ მარიხუანის ლეგალიზებას ითხოვს. სინთეტიკურ ნარკოტიკებთან დაკავშირებით კი ამბობს: „რამდენი შხამი დევს ამ სინთეტიკაში, რომელიც მოგახვედრებს ისეთ სიზმარში, ვეღარ გაგაღვიძებენ, ვერც კლინიკაში“. 

ბოლო პერიოდში, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერებით ინტოქსიკაციის შედეგად თბილისში რამდენიმე ახალგაზრდა გარდაიცვალა, რამდენიმე კი საავადმყოფოში მოხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდები გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ღამის კლუბში იმყოფებოდნენ. ერთ-ერთ ასეთ ღამის კლუბად „ბასიანი“ დასახელდა. ზოგიერთმა პოლიტიკოსმა, მათ შორის საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ნარკოტრაფიკის და ღამის კლუბების მფარველობაში ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი დაადანაშაულა. „ბერა ივანიშვილი მთავარი „დამკრიშავია“ კლუბური ნარკოტიკის“, - განაცხადა სააკაშვილმა. 6 მაისს ბერამ სოციალურ ქსელში საპასუხი განცხადება გამოქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ კლუბი „ბასიანი“ მისი არასდროს ყოფილადა არც რაიმე კავშირი აქვს მის მფლობელებთან.

„პირადად მე და მთელს ჩემს ოჯახს დიდი სურვილი გვაქვს ამ კლუბში მომხდარი „მკვლელობების“ გამოძიებისა და დამნაშავეების სასტიკი დასჯის. იმედია ასეც მოხდება“, - აცხადებდა ბერა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 12 მაისს, გვიან ღამით „ბასიანსა“ და „გალერიში“ სპეცოპერაცია ჩაატარა. შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს ნარკოტიკების 8 რეალიზატორი. სამინისტრომ კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“, ასევე, მიმდებარე ტერიტორიაზე ნარკოტიკების რეალიზაციის ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა, რომელიც უწყების ცნობით ბოლო 3 თვის განმავლობაშია გადაღებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]