weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

სიღნაღში ე.წ. ზიპლაინის ატრაქციონი გაიხსნება

16:37 ოთხშაბათი, 16 მაისი 2018

სიღნაღში, ბარათაშვილის ქუჩის მიმდებარე ბაღში ექსტრემალური ატრაქციონი ე.წ. ზიპლაინი გაიხსნება. ბაქნების მშენებლობა დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება.

კომპანია „ზიპ ექსტრემის“ წარმომადგენლის ზურაბ კანდელაკის თქმით, ორ ბაქანს შორის, 30-40 მეტრ სიმაღლეზე გაჭიმული ფოლადის კაბელის სიგრძე 390 მეტრია.

ზიპლაინით დაშვების ფასი ჯერ დადგენილი არ არის. თუმცა, როგორც ზურაბ კანდელაკმა აღნიშნა, ერთი დაშვება დაახლოებით 30 ლარი ეღირება.

ზიპლაინი (Zip Line) გაჭიმულ ფოლადის კაბელზე თავისუფლად მოძრავი როლერია, რომლითაც შესაძლებელია ერთი პუნქტიდან მეორე პუნქტამდე უსაფრთხოდ დაშვება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]