weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

4000 დოლარის ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

13:48 შაბათი, 19 მაისი 2018

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით, საქართველოს და რუსეთის მოქალაქეები დააკავეს.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დმანისის რაიონში მცხოვრებმა ტანრივერდი კ-მ საქართველოს მოქალაქეს ყალბი ფულის შესყიდვა შესთავაზა. მისი განმარტებით, ყალბი ფული მას თურქეთის რესპუბლიკიდან ჰქონდა შემოტანილი. ტანრივერდი კ-მ და მისმა თანამზრახველმა, რუსეთის მოქალაქე ვილაიატ ა-მ აღნიშნულ მოქალაქეს ორ ნაწილად გადასცეს 4000 აშშ დოლარის ოდენობით ყალბი ფული, რის სანაცვლოდაც 1400 აშშ დოლარი აიღეს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ყალბი ფულის დამზადების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2  ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით) დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]