weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

დაპირისპირება მოკლულის და მკვლელობაში ბრალდებულის ახლობლებს შორის

13:27 ოთხშაბათი, 23 მაისი 2018

თელავის რაიონულ სასამართლოში პროცესის დასრულების შემდეგ, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის ორუჯ კულიევისა და მოკლული მაჯიტ მამედოვის ახლობლებს შორის დაპირისპირება მოხდა. მოკლულის ძმამ ბრალდებულის ნათესავს წყლით სავსე ბოთლი ესროლა.

ინციდენტი პროცესზე ნივთიერი მტკიცებულებების გამოკვლევას მოჰყვა. პროკურორმა მოკლულის სისხლიანი ტანსაცმელი წარმოადგინა, რა დროსაც მოკლულის ძმამ ხმამაღალი ტირილი დაიწყო. მანდატურებმა ის დარბაზიდან გაიყვანეს.

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა 2017 წლის 23 ოქტომბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში მცხოვრებ მაჯიტ მამედოვს გულის არეში დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. კულიევი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და დანაშაულის იარაღი დანა, ქეშალოს აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე გადამალა. გამოძიების ინფორმაციით, მოგვიანებით კულიევის ბიძამ პოლიციას შეატყობინა, რომ მისი ძმისშვილი ჩაბარებას აპირებდა და ადგილსამყოფელი მიუთითა.

კულიევსა და მამედოვს შორის კონფლიქტის მიზეზი ფული გახდა. მამედოვი კულიევს 4 ათას ლარს ედავებოდა ან სამშენებლო მასალების უკან დაბრუნებას სთხოვდა, რომელიც მისი მაღაზიიდან 2017 წლის აპრილის თვეში ნისიად ჰქონდა გატანილი.

ორუჯ კულიევი ბრალდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას შვიდიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]