weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

თბილისის რამდენიმე უბანსა და რეგიონების ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდა

21:44 ხუთშაბათი, 24 მაისი 2018

თბილისის რამდენიმე უბანსა და რეგიონების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. სახელმწიფო ელექტროსისტემის განმარტებით, ელექტრომომარაგების შეწყვეტის მიზეზი ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგურის ავარიულად გამორთვა გახდა, რამაც ენერგოსისტემაში ელექტროენერგიის დეფიციტი გამოიწვია. ენგურჰესი ავარიულად 20 საათზე და 11 წუთზე გამოირთო.

მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება უკვე აღუდგა, თბილისისა და რეგიონების მოსახლეობის ნაწილი კი კვლავ ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

გავრცელებული ინფორმაციით, ელექტროენერგია არ მიეწოდება სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და სამეგრელოს აბონენტებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]