weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

გურჯაანში ავარიის შედეგად 26 წლის მამაკაცი მძიმედ დაშავდა

11:49 პარასკევი, 25 მაისი 2018

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხესთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 26 წლის მამაკაცი დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ის გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალში“ გადაიყვანა, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

ავტოსაგზაო შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. „მაზდას“ მარკის ავტომობილი, რომელიც დიდი სიჩქარით მოძრაობდა, ხეს შეეჯახა. მძღოლი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]