weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

გურიაში ქრთამის მიცემის ბრალდებით მოქალაქე დააკავეს

11:50 ორშაბათი, 28 მაისი 2018

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გურიაში, გარემოსდაცვის ინსპექტორისთვის ქრთამის მიცემის ბრალდებით მოქალაქე ვაჟა გ. დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით,გამოძიებამ დაადგინა, რომ ვაჟა გ-მ ლიცენზიით გათვალისწინებული კონტურის გარეთ, ინერტული მასალების უკანონოდ მოპოვებაში დახმარებისა და მფარველობის სანაცვლოდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გურიის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, ალექსი გ-ს ქრთამის სახით 10 000 ლარი შესთავაზა.

სუს-ის განცხადებით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ვაჟა გ. შეთავაზებული ქრთამის ნაწილის - 3000 ლარის გადაცემის მომენტში ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთასითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]