weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ბრალდებული კივის, ყვირის, მაგრამ პოლიცია კანონიერად მოქმედებდა - მეზვრიშვილი

14:42 სამშაბათი, 29 მაისი 2018

„მე მესმის, რომ ამ ვიდეოში არის ბრალდებულის მხრიდან განწირული ხმით კივილი და ყვირილი. რამდენსაც არ უნდა ყვიროდეს ბრალდებული, ფაქტი ამ ვიდეოში არის ერთი: ფიზიკურ შეურაცხყოფას იქ ადგილი არ ჰქონია. საუბარი იმაზე, რომ პოლიციამ უფლებამოსილებას გადაამეტა - ზედმეტია“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა სოციალურ ქსელში „აჭარა PS“-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, სადაც გადაცემის წამყვანი აცხადებს, რომ ხელვაჩაურის პოლიციის თანამშრომლებმა ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარზე იძალადეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია ასეთია: ის, რაც ახლა ხდება და რა ინფორმაციებიც ვრცელდება ადვოკატის მხრიდან, რომელიც თვითონ ესწრებოდა ამ საგამოძიებო მოქმედებას, რომელიც ორი კვირის განმავლობაში ფლობდა ამ ვიდეომასალას და გამოაქვეყნა წინასასამართლო სხდომამდე ერთი დღით ადრე, ბუნებრივია, ჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებით, რა მოტივაცია შეიძლება, ამოძრავებდეს ადვოკატს. მე ვფიქრობ, რომ ეს არის უბრალოდ არაეთიკური საქციელი.

არ შეიძლება პოლიციელების დისკრედიტაცია, სამართალდამცავი სტრუქტურების დისკრედიტაცია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ადამიანები კანონის სრული დაცვით მოქმედებენ. მე მესმის, რომ ამ ვიდეოში არის ბრალდებულის მხრიდან განწირული ხმით კივილი და ყვირილი. რამდენსაც არ უნდა ყვიროდეს ბრალდებული, ფაქტი ამ ვიდეოში არის ერთი: ფიზიკურ შეურაცხყოფას იქ ადგილი არ ჰქონია. პოლიცია მოქმედებდა და იყენებდა იძულების პროპორციულ ზომას იმ ბრალდებულის მიმართ, რომელმაც ნიმუშის აღებაზე უარი თქვა. ამ ნიმუშის აღება აუცილებელი იყო იმისთვის, რომ დაგვედგინა, ჰქონდა თუ არა მას ყაჩაღობასთან რაიმე ფორმით შეხება. ეს იყო აუცილებელი მტკიცებულება ამ სისხლის სამართლის საქმისთვის. რაც ყველაზე მთავარია, ეს მოხდა სასამართლოს განჩინებით, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე. ამიტომ, საუბარი იმაზე, რომ პოლიციამ უფლებამოსილებას გადაამეტა - ზედმეტია. იგულისხმება სტანდარტული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება. სამწუხაროდ, საპროცესო მოქმედების მონაწილეები ყოველთვის თანხმობას არ აცხადებენ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობაზე და კანონი ითვალისწინებს იმის შესაძლებლობას, რომ ასეთი მოქმედებები იძულებით ჩატარდეს. ეს სწორედ ამ სახის შემთხვევა იყო,“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

შს სამინისტრომ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით განმარტება დღეს დილითაც გააკეთა. სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, ბრალდებულ ნ.გ.-სგან, ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 2018 წლის 17 მაისს, იძულებით იქნა აღებული დნმ-ის (ოფლისა და ნერწყვის) ნიმუში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]