weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

ქუთაისში საციგურაო მოედანზე 400-მდე ბავშვს ყინულის გარეშე ავარჯიშებდნენ

15:49 ოთხშაბათი, 30 მაისი 2018
ფოტო არქივიდან ფოტო არქივიდან

ქუთაისის ყინულის მოედანზე სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში 400-მდე ბავშვს ყინულის გარეშე ავარჯიშებდნენ. ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი კობა ფხაკაძე ადასტურებს, რომ „მოსწავლეები ფიზიკურ მომზადებას და ქორეოგრაფიას მოედნის გაუყინავ ზედაპირზე გადიოდნენ“.

ფხაკაძის განმარტებით, ექსპლუატაციის ვადის გასვლის გამო, აგრეგატი მწყობრიდან გამოვიდა და ვეღარ კეთდება, აგრეგატის გარეშე კი მოედანზე წყალს ვერ ყინავენ და ყინული აღარ არის.

„ყინულის მოედანზე აგრეგატი 2011 წელს დაიდგა. ექსპლუატაციის 4-წლიანი ვადა ჰქონდა. სხვადასხვა ნაწილების გაფუჭება იანვრიდან დაიწყო. ახლა ისეთი ნაწილია მწყობრიდან გამოსული, რომ უცნობია, მისი გამოცვლის შემდეგ ამუშავდება თუ არა მოწყობილობა. ამიტომ, ახალი აგრეგატის ყიდვის საკითხი განიხილება. ამაში ჩართულია სპორტის სამინისტრო და ადგილობრივი ხელისუფლება. ვეცდებით, ყინულის მოედანმა რაც შეიძლება მალე განაახლოს მუშაობა. ბავშვები ფიზიკურ მომზადებას მაინც გადიოდნენ, შემდეგ იმ მოძრაობებს ყინულზე გადაიტანენ“, - უთხრა კობა ფხაკაძემ „რეგინფოს“.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ პრობლემა უახლოეს მომავალში ვერ მოგვარდა, მოციგურავეებს სავარჯიშოდ ბათუმის ყინულის მოედანზე ატარებენ.

2018 წლის თებერვლის მონაცემებით, ქუთაისის ყინულის მოედანზე 400-ზე მეტი ბავშვი ვარჯიშობდა. მოედანზე ემზადებოდნენ ჰოკეისტებიც.

ხელოვნურსაფარიანი საციგურაო მოედანი ქუთაისში 2010 წელს გაიხსნა. ახალი კონსტრუქციის დამონტაჟება 480 ათასი ლარი დაჯდა და იგი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.ყინულის მოედანი ინგლისიდან ჩამოიტანეს. მისი ფართობი 600 კვადრატული მეტრია და ერთდროულად 200 ადამიანს შეუძლია ციგურაობა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]