weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

კახეთში დამონტაჟებულ ფერომონებზე ფაროსანა არ დაფიქსირებულა - სეს

14:57 სამშაბათი, 29 მაისი 2018

სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამმართველოს ინსპექტორის, მაია არსენიშვილის ინფორმაციით, კახეთის რეგიონში განთავსებულ ფერომონიან დამჭერებზე აზიური ფაროსანა არ დაფიქსირებულა.

მაია არსენიშვილის თქმით, ფერომონების მონიტორინგი ყოველკვირეულად მიმდინარეობს და მათზე მავნებლის სხვა სახეობები გვხვდება.

„საქართველოში გავრცელებულია ბაღლინჯოს ოჯახის წარმომადგენლების 35 სახეობა. მათგან რამოდენიმე ძალიან ჰგავს აზიურ ფაროსანას. მოსახლეობას ფაროსანას იდენტიფიცირება უჭირს. ხშირად გვიკავშირდებიან და გვეუბნებიან, რომ აზიური ფაროსანაა გავრცელებული და დახმარებას გვთხოვენ. ჩვენ მივდივართ ადგილზე, ვახდენთ იდენტიფიცირებას, მაგრამ აზიური ფაროსანა არ დაგვიფიქსირებია“, - ამბობს მაია არსენიშვილი.

კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში ფერომონიანი დამჭერები 1300-მდე ადგილზეა განთავსებული. სპეციალური ხაფანგებისთვის ადგილები მავნებლის გავრცელების რისკის შეფასებით შეირჩა. 

 

მედიაპროდუქტი მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]