weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

გორელმა მე-12 კლასელებმა ავარიის შემდეგ ბაქოში ექსკურსია გააგრძელეს

15:54 შაბათი, 02 ივნისი 2018

გორის მე-3 საჯაროს კოლის მე-12 კლასის მოსწავლეებმა, რომლებიც აზერბაიჯანში ავარიაში მოჰყვნენ, ბაქოში ექსკურსია გააგრძელეს. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, საქართველოში მხოლოდ ავტობუსის მძღოლი დაბრუნდება, რომელსაც ხელი აქვს მოტეხილი.

„ტურის სხვა მონაწილეები და ბავშვები კარგად არიან და უკვე ექსკურსიას ვუტარებთ ბაქოში. ძალიან პოზიტიურად და მხიარულად გრძელდება მოგზაურობა“, - ციტირებს ტურისტული კომპანიის წარმომადგენლის კომენტარს Qartli.ge.

ავტობუსი, რომელსაც გორიდან ბაქოში ექსკურსიაზე 20 ბავშვი და 10 მშობელი მიჰყავდა, ბაქო-გაზახის საავტომობილო გზაზე გუშინ ავარიაში მოჰყვა.

Qartli.ge

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს ახალ ამბებს შიდა ქართლის რეგიონიდან. გამოცემას მართავს ასოციაცია „ქართლის ხმა“. 

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]