weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

პროკურატურამ მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დააკავა

10:56 ოთხშაბათი, 13 ივნისი 2018

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურამ მოქალაქე ელჩინ ა-ს მიმართ ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის საქმეზე მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი დააკავა.

მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ელჩინ ა-ს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გამართულ ზაზა სარალიძის სოლიდარობის აქციაზე მარნეულის მერის თემურ აბაზოვის და ბიძინა ივანიშვილის მისამართით შეიგინა, ჯერ საჯარო ბოდიში მოახდევინეს, შემდეგ კი სახე შარდით დააბანინეს.

მოქალაქეზე შესაძლო ძალადობის და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტის შესასწავლად სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტებმა ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს მარნეულში მიაკითხეს, თუმცა სახლთან პოლიციელები დახვდნენ, მამაკაცი სამმართველოში გადაიყვანეს და ჟურნალისტებს მასთან საუბრის საშუალება არ მისცეს.

მარნეულის მერი, თემურ აბაზოვი უარყოფდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მამაკაცზე ზეწოლა მან და „ქართული ოცნების“ ადგილობრივმა წარმომადგენლებმა განახორციელეს.

ერთმანეთისგან დამოუკიდებელმა რამდენიმე წყარომ კი „რეგინფოს“ უთხრა, რომ მოქალაქეს ბოდიში მოახდევინეს და სახე შარდით დააბანინეს მარნეულის მერის დავალებით და ამ პროცესებში ის თავადაც მონაწილეობდა.

პროკურატურა საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით იძიებს, რაც გულისხმობს დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას (ჩადენილი ჯგუფურად). დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე, ჯარიმით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე ან უამისოდ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]