weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ოზურგეთში ებრაელი ბიზნესმენი იგორ ასკაროვი დააყაჩაღეს

11:39 შაბათი, 16 ივნისი 2018
ფოტოზე იგორ ასკაროვი ფოტოზე იგორ ასკაროვი

გვიან ღამით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში, ებრაელი ბიზნესმენი იგორ ასკაროვი დააყაჩაღეს. ასკაროვის თქმით, მას საცხოვრებელ სახლში ორი ნიღბიანი პირი შეუვარდა, რომლებიც ნაჯახებით იყვნენ შეიარაღებულნი. ბიზნესმენს თავზე დაზიანებები მიაყენეს.

„ჩემს სახლში მორიგი დარბევა იყო, თუმცა ამჯერად გაცილებით სერიოზული. ორი ნიღბიანი შემოვარდა ჯოხებით და ცულებით. დიდი ხანია ასეთი დარბევა არ ყოფილა. მშვიდად ვცხოვრობდით. როცა შემოვარდნენ, ხელში არაფერი მქონდა. ყელსაბამი, დავითის ჯვარი ჩამომგლიჯეს და ფული წაიღეს. სულ რაღაც 20 ლარი გვქონდა სახლში. ჩემი ცოლიც ნაცემია. პოლიციას არ ვენდობი. გამოძიებისგან დამოუკიდებლად ვიპოვი იმათ, ვინც სახლში შემომივარდა“, - განაცხადა ასკაროვმა ჟურნალისტებთან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ამ დროისთვის არავინ დაუკავებიათ.

აქამდე იგორ ასკაროვი ქართველ სამართალდამცავებს ზეწოლაში ადანაშაულებდა. 2016 წელს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში აცხადებდნენ, ასკაროვის საცხოვრებელი სახლიდან საგამოძიებო სამსახურმა ამოიღო 2724 ერთეული უაქციზო არაყი „მეჯიკ კრისტალი“. თავად ბიზნესმენი აცხადებს, რომ ნაწარმი ფინანსთა სამინისტროს აუქციონზე პირადი მოხმარებისთვის შეიძინა.

იგორ ასკაროვი დაბა ლაითურში 2012 წლიდან ცხოვრობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]