weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

საგანმანათლებლო რესურსცენტრებს ფსიქოლოგის შტატი დაემატებათ

12:19 ხუთშაბათი, 21 ივნისი 2018

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, შემუშავებულია უსაფრთხო სკოლის სტრატეგიის ახალი დოკუმენტი, რომელიც ძალადობისა და ბულინგის პრევენციის მიმართულებით, საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებულ არაერთ აქტივობას მოიცავს.

მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, რისკების დროული და ეფექტური იდენტიფიკაციისა და მართვის მიზნით გადამზადდნენ როგორც მასწავლებლები, ასევე, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მანდატურები, ფსიქოლოგები და სკოლაში უსაფრთხოების პროცედურებზე პასუხისმგებელი პირები.

„დაწყებულია თანატოლთა ურთიერთგანათლების ანტიბულინგური პროექტები, ხოლო სექტემბრიდან ციფრული მოქალაქეობისა და მედიაწიგნიერების პროგრამები დაინერგება. ფსიქოლოგიური სამსახურის ბაზაზე შექმნილია კრიზისული ინტერვენციის ჯგუფები. მოქმედებს 24 საათიანი ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზი და ინტერაქტიული ვებგვერდი, რომელიც ხელს უწყობს ძალადობაზე ცნობიერების ამაღლებასა და აგრესიის სხვადასხვა ფორმების საწყის ეტაპზე გამოვლენას. ხაზგასასმელია, რომ რესურსცენტრებს ფსიქოლოგის შტატი დაემატებათ“, - განაცხადა ჩხენკელმა.

მისივე თქმით, სკოლებში საინფორმაციო კამპანიის მიზნით, ქვეყნის წამყვან ფსიქოლოგებთან თანამშრომლობით, შემუშავდა კონკრეტული რეკომენდაციები, რომელიც სკოლებს მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის და მშობლებისთვის ფლაერების სახით დაურიგდათ. გრძელდება პროგრამა „მოვუსმინოთ მოსწავლეებს“, რომლის ფარგლებში, ბულინგთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია 70 000-ზე მეტმა მოსწავლემ დააფიქსირა, მათი შეხედულებები სტრატეგიაში აისახა.

მინისტრის თქმით, სკოლასა და მშობელს შორის გაფორმდება ხელშეკრულება, რომელიც მხარეებს გაუჩენს ვალდებულებას, ძალადობის რისკებთან დაკავშირებული პროცესები ერთობლივად მართონ.

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით კი, სკოლებში უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა მოზარდთა ფიზიკურ განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. მიხეილ ჩხენკელის ინფორმაციით, სასკოლო სპორტულ ღონისძიებათა ბიუჯეტი გაორმაგდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]